პოლიტიკა

ბაქო გვეკითხება,  რატომ ყიდულობს „მშვიდობისათვის მზა“ ქვეყანა იარაღს

ნაჩქარევად შექმნილი „დასავლეთ აზერბაიჯანის თემი“, როგორც მოსალოდნელი იყო, დაინგრა. ამას მოწმობს აზერბაიჯანული მედიის მიერ გამოქვეყნებული ყოველდღიური ანტისომხური თავდასხმების ტონი და შინაარსი.

ყველაფერი დაიწყო სომხეთის პარლამენტის სპიკერზე თავდასხმით, სადაც აღინიშნა რომ “ხშირ შემთხვევაში მას არ ესმის მისი სიტყვების არსი, ის ძალიან შორს წავიდა და დაადანაშაულა აზერბაიჯანი ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ შეხვედრებში და სამხედრო მისწრაფებებში მონაწილეობისაგან თავის არიდებაში“.  განცხადების ავტორები სომხეთს საყვედურობენ. „თუ სომხეთი ნამდვილად არის დაინტერესებული მშვიდობით, რატომ აყოვნებს პასუხს აზერბაიჯანის წინადადებებზე სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით? ეს იმაშინ, როცა  სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ შესთავაზა სახელმწიფო საზღვარზე კომისიების სხდომის ჩატარება და წინადადებების განხილვა და განცხადება ხელახლა დაიბეჭდა, მათ შორის აზერბაიჯანულ მედიაშიც“.

მაგრამ განცხადების ავტორებმა ყველაზე საყურადღებო ბოლოს მოიტოვეს: „თუ სომხეთს ნამდვილად სურს მშვიდობა, რატომ ყიდულობს იარაღს რიგი ქვეყნებიდან, საფრანგეთის მეთაურობით? რატომ სურს ქვეყანას, რომელსაც მშვიდობა უნდა, რეგიონში უცხო ძალების ჩართვა?“ – კითხულობენ განცხადების ავტორები.

მართლაც, რატომ ყიდულობს  იარაღს ქვეყანა, რომელიც აღიარებს თავის ერთგულებას მშვიდობისკენ? და, რა თქმა უნდა, საუბარია აზერბაიჯანზე. სომხეთი უნდა შეიარაღდეს, რადგან აგრესორი არ დამშვიდებულა. აზერბაიჯანი, რომელიც მშვიდობაზე საუბრობს, რატომ აორმაგებს თავდაცვის ბიუჯეტს და აფორმებს დიდ გარიგებებს იარაღის მიწოდებაზე?

ნახეთ მეტი
Back to top button