მთავარიპოლიტიკა

ვიმოქმედებთ  სომხეთის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე –  ფაშინიანი კუხო-დან გასვლის შესაძლებლობის შესახებ

სომხეთის ხელისუფლების დაკვირვებებიდან ჩანს, რომ კუხო-ს დე ფაქტო ქმედებები ან უმოქმედობა არ შეესაბამება  მის ვალდებულებებს სომხეთის რესპუბლიკის მიმართ.

ამის შესახებ აღნიშნა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერთ-ერთი მოქალაქის კითხვაზე  პასუხის გაცემისას,  თუ რატომ არ იღებენ გადაწყვეტილებას კუხო-დან გასვლის შესახებ, ნუთუ არ არსებობს პოლიტიკური ნება?

მისი თქმით, არსებობს პოლიტიკური ნება და საჭიროების მიხედვით მიიღება ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებში.

„რატომ არ ვიღებთ და მივიღებთ თუ არა გადაწყვეტილებას კუხო-დან გასვლის ან კუხო-ში წევრობის შეწყვეტის შესახებ?  ჩვენ ავიღებთ ორიენტაციას სომხეთის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

ჩვენი დაკვირვებები  აჩვენებს, რომ კუხო-ს დე ფაქტო ქმედებები ან უმოქმედობა არ შეესაბამება მის ვალდებულებებს სომხეთის რესპუბლიკის მიმართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ გაგებით , კუხო-ს ქმედებები არ შეესაბამება სომხეთის ინტერესებს. ჩვენ ამ საკითხს   ვაყენებთ გამჭვირვალედ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხურ მხარეს სურს გააკეთოს ყველაფერი ბოლო შესაძლებლობამდე, რათა გაუგოს  კუხო-ს  და  გასაგები გახადოს მისი პოზიცია კუხო-სთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button