საერთაშორისო

პუშკინის იშვიათი გამოცემის ქურდობისთვის საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ფრანგული გამოცემა Le Journal Du Dimonche-ის ცნობით, ორშაბათს, 20 ნოემბერს, საფრანგეთში საქართველოს სამი მოქალაქე ალექსანდრ პუშკინის იშვიათი გამოცემების ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია გამოცემას პარიზის პროკურატურამ დაუდასტურა.

დაკავებულია სამი პირი – 24, 26 და 44 წლის ორი ქალი და ერთი კაცი. გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულები პარიზის გარეუბანში, ნანტერში, ხელოვნების ნიმუშებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურ ბიუროში(OCBC) იმყოფებიან.

ფრანგული მედია წერს, რომ პირველი ქურდობა ივლისში, ლიონის ბიბლიოთეკაში მოხდა, სადაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორიგინალი ასლით შეცვალა. ოქტომბრის დასაწყისში კი ორი სამართალდამრღვევი პარიზის ენებისა და ცივილიზაციების ეროვნულ ინსტიტუტში შეიჭრა, ათამდე ხელნაწერი გაიტაცა და ადგილიდან მიიმალა. გამოცემის თანახმად, საუბარია ან გამოცემების შავ ბაზარზე კოლექციონერებისთვის გადაყიდვაზე, ან ევროპაში არსებული რუსული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის რუსეთში დაბრუნებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button