კულტურა

საფრანგეთის წარმომადგენელმა 2023 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი გაიმარჯვა. მე-3 ადგილი სომხეთმა დაიკავა

საფრანგეთის წარმომადგენელმა 2023 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 228 ქულით გაიმარჯვა. მესამე ადგილზეა სომხეთის წარმომადგენელი Yan Girls ჯგუფი 180 ქულით.

წელს სიმღერის კონკურსი ნიცაში გაიმართა.

“საბავშვო ევროვიზია 2023”-ში 16 ქვეყანა მონაწილეობდა, წარმომადგენლები შემდეგი თანმიმდევრობით ასრულებდნენ: ესპანეთი, მალტა, უკრაინა, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი, სომხეთი, პოლონეთი, საქართველო, პორტუგალია, საფრანგეთი, ალბანეთი, იტალია, გერმანია, ნიდერლანდები.

ნახეთ მეტი
Back to top button