მთავარიპოლიტიკა

სომხეთის შეიარაღებულ ძალებში მასიური რეფორმები მიმდინარეობს  – ფაშინიანი

სომხეთის შეიარაღებულ ძალებში მასიური რეფორმები მიმდინარეობს, სახელმწიფომ ატესტაციის მეთოდით სამხედროების ხელფასების გაზრდის გზა აირჩია, რადგან არ სურს „თვალდახუჭული“ ხელფასების გაზრდა.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, მოქალაქის შეკითხვაზე, რატომ არ გამოიყენება არმიაში  ისეთი განვითარებული ქვეყნების მოდელი, როგორიცაა შვეიცარია.

„სომხეთის რესპუბლიკაის  ჯარში, შეიარაღებულ ძალებში მასიური რეფორმები მიმდინარეობს. რეფორმები, სხვა საკითხებთან ერთად, ხდება საერთაშორისო გამოცდილების შესწავლით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერმა შეახსენა ცოტა ხნის წინ დანერგილი 24-დღიანი სასწავლო ბანაკის მექანიზმი, რომლის ერთ-ერთი მიზანია შვეიცარიული მოდელის მიმართულებით წასვლა, სადაც რეზერვისტები დროდადრო მონაწილეობას მიიღებენ 24-დღიან სასწავლო ბანაკებში, რათა დაეუფლონ  მინიმალურ სამხედრო უნარებს.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი ატესტაციის მეთოდის გამოყენებით ახლა მნიშვნელოვნად გაიზარდა. „ამბობენ, რატომ არ ვზრდით ერთბაშად ხელფასს? ძალიან მარტივი მიზეზის გამო, მათ შორის მწარე გამოცდილების გამოც. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ სამხედროებს, რომელთა მხრებზეც ვაკისრებთ სახელმწიფოს უსაფრთხოების ვალდებულებას, შეუძლიათ ამ ტვირთის ზიდვა.  არ გვინდა ხელფასების აწევა თვალდახუჭული. გვინდა, საზოგადოება დარწმუნდეს, რომ თუ სახელმწიფომ ვინმეს დაავალა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, მაშინ ამ ჯარისკაცს შეუძლია აიღოს ეს პასუხისმგებლობა. წარმოიდგინეთ, მილიარდები რომ დავხარჯოთ, 500-600 ათასი დრამი ხელფასი მივცეთ სამხედრო საქმეში არმცოდნე ადამიანს. სამწუხაროდ, ჩვენი მწარე გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთი შემთხვევები ხდება და არც ისე მცირეა, რომ ყურადღება არ მივაქციოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button