მთავარიპოლიტიკა

სომხეთი რუსეთს მეგობარ ქვეყნად თვლიდა და დღესაც თვლის –  ფაშინიანი

სომხეთი რუსეთს მეგობარ ქვეყნად თვლიდა და დღესაც თვლის, ამის შესახებ “Armenpress”-ის   ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომეხ-რუსეთის ურთიერთობების შესახებ მოქალაქის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

„როგორც ჩვენ ვთვლიდით რუსეთის ფედერაციას მეგობარ ქვეყნად, დღესაც ისე ვთვლით. მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობაში არის საკითხები, რომლებიც გადასაწყვეტია. ჩვენ ამ ლოგიკით ვხელმძღვანელობთ და ვიმედოვნებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან აშენდეს ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის პატივისცემის ლოგიკაზე დაყრდნობით“, – განაცხადა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button