პოლიტიკა

27-დან 29 ნოემბრის ჩათვლით სომხეთში ევროკავშირის ფაქტების დამდგენი მისია ჩამოვა

27-დან 29 ნოემბრის ჩათვლით სომხეთში ევროკავშირის საგარეო სამსახურსა და ევროკომისიის წარმომადგენლების დელეგაცია ჩამოვა. ინფორმაციას სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის პრესისა და საინფორმაციო ჯგუფი ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში განიხილება ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობები სხვადასხვა განზომილებაში, რომლის მიზანია განიხილოს ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების შესაძლო მიმართულებები, ასევე, თუ როგორ შეუძლია სომხეთმა გამოიყენოს ევროკავშირ-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ხელშეკრულების რული პოტენციალი.

ეს ვიზიტი ხორციელდება  26 და 27 ოქტომბერს გამართული ევროპული საბჭოს რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგის მიზნით, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების საუკეთესოდ განმტკიცების ვარიანტების გამოკვეთას.

ვიზიტის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და ევროკავშირის საგარეო საზღვრების უსაფრთხოების სააგენტოს Frontex-ის წარმომადგენლები შეუერთდებიან ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს.

ჩამოსული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მაღალი რანგის  წარმომადგენლებთან, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებტან.

ვიზიტთან დაკავშირებით გამოცხადდება ევროკავშირსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საინვესტიციო კოორდინაციის პლატფორმის ამოქმედება.

ნახეთ მეტი
Back to top button