პოლიტიკა

აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების რეალურ შესაძლებლობას ხედავს

ვაშინგტონი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის რეალურ შესაძლებლობას ხედავს და თვლის, რომ ამით მთელი რეგიონი ისარგებლებს.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ელჩმა ჯეიმს ო’ბრაიენმა.

„ჩვენ ვხედავთ მშვიდობის რეალურ შესაძლებლობას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ჩვენ გვამხნევებს ის ფაქტი, რომ ორივე მხარე ერთმანეთთან უშუალოდ და შუამავლების მეშვეობით ურთიერთობს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, რომლითაც მთელ რეგიონს შეუძლია ისარგებლოს. მაგალითად, ცენტრალური აზიიდან აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიის გავლით თურქეთის მიმართულებით სავაჭრო ნაკადები რომ ყოფილიყო, ეს იქნება მნიშვნელოვანი სტიმული ამ სავაჭრო გზაზე მყოფი ყველა ქვეყნისთვის. ჩვენ მივესალმებით, თუ ეს შესაძლებლობა იქნება მისი ნაწილი (რედ.: სამშვიდობო შეთანხმება)“, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბრისას.

ო’ბრაიენმა დასძინა, რომ თუ ასეთი გზა მშვიდობიანად არ შეიქმნა, აშშ-მ გააფრთხილა სხვა გზით წინსვლის შედეგები.

„ამავდროულად, თუ მიიღება გადაწყვეტილება, რომ ეს მშვიდობიანად არ მოხდეს, მაშინ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი სავაჭრო გზის შექმნა. ასე რომ, ჩვენ ძალიან ნათლად ვუთხარით მხარეებს, რასაც ვიმედოვნებთ, და ვუთხარით მათ სხვაგვარად წინსვლის შედეგების შესახებ. ასე რომ, ჩვენ მოუთმენლად ველით, თუ რას მოიმოქმედებენ მხარეები. ჩვენ ვიცით, რომ მათ გამოთქვეს ინტერესი სამშვიდობო შეთანხმების ძალიან მალე გაფორმებით და გვსურს მისი განხორციელება“, – განაცხადა ოფიციალურმნა პირმა.

ნახეთ მეტი
Back to top button