ანალიტიკამთავარი

ბაქო-ანკარა-თბილისის სამხედრო თანამშრომლობის შესაძლო სქოლიოები

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეგიონში უსაფრთხოების ახალი პლატფორმა ყალიბდება. განსხვავებული მოსაზრებებია იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნის წინააღმდეგ იმოქმედებს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მუშაობს სომხეთის იზოლაციაზე, ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ მოსკოვის წინააღმდეგია. თემის განხილვის საფუძველია აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების  შეხვედრა ბაქოში, რომლის მთავარი თემაა სამ ქვეყანას შორის სამხედრო და თავდაცვის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ასევე ერთობლივი ვარჯიშების საკითხები.

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების ზაქირ ჰასანოვის, იაშარ გულერისა და ჯუანშერ ბურჭულაძის სამმხრივი შეხვედრა ბაქოში სომხეთის წინააღმდეგ კი არა, არამედ რუსეთისგან თავდაცვის მიზნითაა, დარწმუნებულია საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი მანველ ღუმაშიანი. ის შეახსენებს, რომ სამ მხარეს შორის სამმხრივი შეთანხმება 8 წელზე მეტია არსებობს და ეს ქვეყნები რეგულარულად ატარებენ სამხედრო წვრთნებს.

„ძირითადად, რუსეთს ესმის, რომ ის აგებს ამ რეგიონში, მათ შორის სომხეთში. ის აზერბაიჯანის გაბალადან 2012 წელს გაიყვანეს, საქართველოში 2008 წლამდე იყო, ბაზა დაცალეს. ახლა სომხეთში მიმდინარეობს პროცესები, რაც შეიძლება ვივარაუდოთ, როგორც რუსეთის გამოდევნა ამ რეგიონიდან. ანუ, ხვალ, ზეგ, რუსეთი, მიხვდება რა, რომ ტოვებს ამ რეგიონს, უნდა გამოიყენოს იგივე საბრძოლო მასალა, რომელიც, მაგალითად, 100 წლის წინ, როდესაც ბოლშევიკები შემოვიდნენ ამიერკავკასიაში, თავდაპირველად აზერბაიჯანში, საქართველოში, სომხეთში და ა.შ…“

იმავდროულად, პოლიტოლოგი არა პოღოსიანი მიიჩნევს, რომ რეგიონში უსაფრთხოების ახალი გარემოს შექმნის მცდელობაა და არ უნდა უგულებელვყოთ სომხეთისთვის საფრთხეები ამ საკითხში, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ის შემთხვევითად არ მიიჩნევს, რომ ბაქომ ბოლო დროს დაიწყო საუბარი რეგიონალიზმზე, რეგიონის საკითხების რეგიონში გადაჭრაზე.

„ამ შეხვედრის ფორმატი პირდაპირ კავშირშია ჩვენს უსაფრთხოების გარემოსთან, ანუ საუბარია ახალი უსაფრთხოების გარემოს შექმნაზე, სადაც ბაქო და თურქეთი ცდილობენ შექმნან რეგიონალური პლატფორმა, რაც სამხედრო თანამშრომლობის თვალსაზრისით, ისევ სომხეთის იზოლირების მცდელობაა.  ამ თვალსაზრისით, თუ ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზე ავა, რომ აღარაფერი ვთქვათ რეგიონულ, უსაფრთხოების ნებისმიერ ფორმატზე, მაშინ მივიღებთ სიტუაციას, როდესაც სომხეთი მოწყვეტილი იქნება მთელი რეგიონის არტერიებს, რაც ასევე საშიში იქნება სომხეთისთვის იმ თვალსაზრისით, რომ სომხეთის ინფრასტრუქტურა ვერ მოემსახურება გარე ტრანსპორტირებას, მათ შორის საქართველოს გავლით და ამ აქტივობის ირგვლივ თანამშრომლობა განსაკუთრებით შესამჩნევია მას შემდეგ, რაც საფრანგეთიდან გამოგზავნილი გარკვეული სამხედრო ტექნიკა სომხეთში გადაიტანეს საქართველოს გავლით“.

პოლიტოლოგი იხსენებს, რომ მიმდინარე წლის თებერვალში თურქეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ ყარსში ერთობლივი სამხედრო წვრთნები გამართეს, რაც უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბებაზე ვარაუდობს.

იმავდროულად, საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი მანველ ღუმაშიანი დარწმუნებულია, რომ სომხეთს ამჟამად თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან საფრთხე არ ემუქრება.

„დღეს სომხეთზე თურქეთის, აზერბაიჯანის,  რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოს მხრივ სამხედრო თავდასხმის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია, თუ გავითვალისწინებთ ევროკავშირისა და აშშ-ის აქტიურობას ჩვენს რეგიონში. შეიძლება აქ რუსეთი იყოს დაინტერესებული, მაგრამ დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებს, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის საკითხშია ჩართული. აზერბაიჯანის პროვოცირება კი უკვე ვეღარ გამოდის, გავიხსენოთ ჯერმუკის მოვლენები, როცა აზერბაიჯანელები შემოიჭრნენ. ახლაც უნდათ, რომ ბაქო თავს დაესხას, რომ ყარაბაღში მყოფი შეიარაღებული ძალები მოიყვანონ და მეღრიში ჩააყენონ და თქვან, აბა, ისევ მოვედით მშვიდობის დასამყარებლად“.

ექსპერტს ეჭვი ეპარება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების შესაძლო დათბობაში და არ ფიქრობს, რომ ანკარა მსგავს ნაბიჯს გადადგამს, მით უმეტეს, რომ თურქეთს მოსკოვის მხრიდან ამ დროისთვის არანაირი ინტერესი არ აქვს.

ნახეთ მეტი
Back to top button