თბილისში არამ ხაჩატურიანის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი არაიკ ჰარუთუნიანისა და რევაზ ჯაველიძის ეგიდით გაიმართა
27 ნოემბერს თბილისში ცნობილი სომეხი კომპოზიტორის არამ ხაჩატურიანის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი, არამ ხაჩატურიანის 120 წლის საიუბილეო კომიტეტის თავმჯდომარე არაიკ ჰარუთიუნიანი .
მთავრობაში NEWS.am-ს აცნობებენ, რომ ღონისძიება არაიკ ჰარუთიუნიანისა და საქართველოს მთავრობის აპარატის უფროსის რევაზ ჯაველიძის ეგიდით გაიმართა.
კონცერტს ასევე ესწრებოდნენ სომხური მართლმადიდებლური ეკლესიის სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი უწმინდესი ეპისკოპოსი დავთიანი, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე დანიელ დანიელიანი, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისა და პარლამენტის წარმომადგენლები, აკრედიტებული რამდენიმე ქვეყნის ელჩები და დიპლომატები, საქართველოს საზოგადო და კულტურის მოღვაწეები, სომხური თემის წარმომადგენლები.
სიტყვით გამოსვლისას სომხეთის ელჩმა საქართველოში აშოტ სმბატიანმა არამ ხაჩატურიანის მსოფლიო პოპულარობაზე ისაუბრა და აღნიშნა მისი კლასიკური ნაწარმოებების ავტორიტეტი მუსიკოსებსა და მუსიკის მოყვარულებში.
კონცერტზე გამოვიდა სომხეთის სახელმწიფო კამერული ორკესტრი, დირიჟორ ჰარუთიუნ არზუმანიანის ხელმძღვანელობით.