კულტურა

თბილისში გაიმართა გამოჩენილი სომეხი კომპოზიტორის არამ ხაჩატურიანისადმი მიძღვნილი დაფის გახსნის ცერემონია

27 ნოემბერს, თბილისში, დიმიტრი უზნაძის 93 ნომერში, ცნობილი სომეხი კომპოზიტორის არამ ხაჩატურიანისადმი მიძღვნილი დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა. მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორი ამ მისამართზე ცხოვრობდა 1906 წლიდან 1922 წლამდე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი არაიკ ჰარუთიუნიანი, სრ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე დანიელ დანიელიანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.

მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სომხეთის ელჩმა საქართველოში აშოტ სმბატიანმა და საკრებულოს პრეზიდენტმა გ. ტყემალაძემ. სიტყვით გამოსვლისას სრ ელჩმა ხაზი გაუსვა თბილისში გატარებული წლების გავლენას კომპოზიტორ არამ ხაჩატურიანის ფორმირებასა და დაარსებაზე და მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს, საქართველოში სრ საელჩოს და ერევანში არამ ხაჩატურიანის სახლ-მუზეუმს, ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ღონისძიებაზე მოკლე სიტყვით გამოვიდა თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის მე-10 სამუსიკო სკოლის მოსწავლე ალექს ჰაკობიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button