ეკონომიკა

სომხეთი,  უსწრებს რა ესპანეთს, რუსეთის ბაზარზე ვისკის პირველ იმპორტიორთა ხუთეულში შედის

წელს სომხეთმა მეხუთე ადგილი დაიკავა რუსეთში ვისკის შემომტანი ქვეყნების სიაში 5,6 მილიონი დოლარის მოცულობით, წინ გაუსწრო რა ესპანეთს, წერს ,,რია ნოვოსტი“, რომელმაც შეისწავლა ამ სასმელის უმსხვილესი მომწოდებლების სტატისტიკური მონაცემები იანვარ-სექტემბერში მიმდინარე და გასულ წელს.

2023 წლის ცხრა თვეში რუსეთმა შემოიტანა 262,5 მილიონი დოლარის ვისკი, რაც თითქმის ოთხჯერ აღემატება წინა წლის იანვარ-სექტემბრის იმპორტის მოცულობას. მთლიანი მოცულობის ლომის წილი კვლავ ლატვიას ეკუთვნის. ბალტიის რესპუბლიკამ $190,6 მილიონის პროდუქცია მიაწოდა. უფრო მეტიც, გასულ წელთან შედარებით, მიწოდება ექვსჯერ გაიზარდა. მეორე ადგილზე მყოფმა ლიტვამაც საგრძნობლად გაზარდა მიწოდება და ფულადი თვალსაზრისით ცხრაჯერ მეტი ვისკი გაგზავნა, ვიდრე შარშან, $28,9 მილიონი.

ხუთეულში მოხვდნენ ასევე დიდი ბრიტანეთი (10,4 მლნ აშშ დოლარი, შარშანდელთან შედარებით 18%-ით შემცირებული), საფრანგეთი (7 მლნ. დოლარი, მიწოდება 1,5-ჯერ გაიზარდა) და სომხეთი, რომელმაც გადაზიდვები 2,5-ჯერ გაზარდა.(5,6 მლნ. დოლარი). უმსხვილესი მომწოდებლების სიიდან ესპანეთი დაქვეითდა და მესამედან მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.

ნახეთ მეტი
Back to top button