ეკონომიკა
2023 წლის 9 თვეში სომხეთში ტურისტების რაოდენობის 50 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა
2023 წლის 9 თვეში სომხეთში, 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში, საფინანსო, საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხთა პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე, 2023 წ. 27 ნოემბერს, ცხრა თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან სირუნიანმა.
მისი თქმით, ზრდამ 48,4 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდანაა, 29,1 პროცენტი. 2023 წლის 9 თვეში ტურისტების რაოდენობამ 1 მილიონ 839 ათასი ადამიანი შეადგინა.