ეკონომიკა

2023 წლის 9 თვის შედეგების მიხედვით, სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტი დეფიციტური არ არის. ფინანსთა სამინისტრო

სრ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 2023 წ 9 თვეში შეადგინა 1 ტრილიონ 708 მილიარდი დრამი (დაახლოებით 427 მლრდ აშშ დოლარი), რაც 13,8 პროცენტით მეტია 2022 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში, საფინანსო, საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხთა პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე, 2023 წ. 27 ნოემბერს, ცხრა თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან სირუნიანმა.

ამავე პერიოდში ხარჯებმა 1 ტრილიონ 633 მილიარდი დრამი (დაახლოებით 402 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. ის 17,2 პროცენტით მეტია 2022 წელთან შედარებით. „შესრულება იყო 84,6 პროცენტი. ანუ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 9 თვის შედეგების მიხედვით, არსებითად არ არის დეფიციტური. ადრე დაგეგმილი 284,4 მილიარდი დრამის (დაახლოებით 71,1მლნ აშშ დოლარი) დეფიციტის ნაცვლად, სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტში 74,6 მილიარდი დრამის (დაახლოებით 18,65მლნ აშშ დოლარი) სიჭარბეა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა გადასახადებისა და მოსაკრებლების კუთხით 1 ტრილიონ 617 მილიარდი დრამი (დაახლოებით 1 მლრდ 530 აშშ დოლარი) შეადგინა. ეს არის ადრე დაგეგმილი შემოსულობების დაახლოებით 99,9 პროცენტი.

ნახეთ მეტი
Back to top button