კულტურა

2024 წელს სომხეთში გაეროს ღვინის ტურიზმის მე-8 მსოფლიო კონფერენცია გაიმართება

Factor.am-ის გადმოცემით, 2024 წელს სომხეთში გაეროს ღვინის ტურიზმის მე-8 მსოფლიო კონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სრ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „2023 წლის 24 ნოემბერს, ესპანეთში, ლა რიოხაში გამართული გაეროს CPO ღვინის ტურიზმის მე-7 მსოფლიო კონფერენციის დროს, სომხეთს ოფიციალურად მიენიჭა სიმბოლური ქვევრი, რათა უმასპინძლოს გაეროს CPO ღვინის ტურიზმის მე-8 მსოფლიო კონფერენციას 2024 წელს. ლა რიოხაში გამართულ კონფერენციაზე სომხეთი წარმოადგინეს ტურიზმის კომიტეტმა და სომხეთის მევენახეობა-მეღვინეობის ფონდმა. კონფერენციის ფარგლებში ღვინის ტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ზარუჰი მურადიანი საპატიო მომხსენებლის რანგში მონაწილეობდა პანელში, სახელწოდებით „ღვინის ტურიზმის ეროვნული და რეგიონული სტრატეგიები“.

ნახეთ მეტი
Back to top button