საზოგადოება

იორდანიაში ციხის გათხრების დროს სომხური წარწერები აღმოაჩინეს

XII საუკუნის დასაწყისში იორდანიაში ჯვაროსანთა მიერ დაარსებული ციხის გათხრების დროს აღმოჩნდა სომხური წარწერები. მათ გამოსაკვლევად სომეხი სპეციალისტები მიიწვიეს. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა ისტორიკოსმა, არქეოლოგმა ჰამლეტ პეტროსიანმა.

„შოუბაკ.

ციხე იორდანიაში, რომელიც დააარსეს ჯვაროსნებმა მე-12 საუკუნის დასაწყისში, გათხრებს აწარმოებენ ჩვენი იტალიელი კოლეგები ფლორენციის უნივერსიტეტიდან, სადაც ნაპოვნია სომხური წარწერები და რომლის შესასწავლად ჩვენ აქ ვართ.

მადლობა ექსპედიციის ხელმძღვანელს, პროფესორ მიქელე ნუჩოტის და მთელ გუნდს ასეთი შესაძლებლობისთვის“, – წერს ჰამლეტ პეტროსიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button