საზოგადოება

პირველი სამამულო თანამგზავრი კოსმოსში 1 დეკემბერს გავა

პირველი სამამულო თანამგზავრი სახელად Hayasat-1, რომელიც შეიქმნა სომხური კოსმოსური კვლევის ლაბორატორიისა და “მეცნიერული ინოვაციებისა და განათლების ცენტრის” (CSIE) ერთობლივი მუშაობის შედეგად, კოსმოსში 1 დეკემბერს,  ერევნის დროით 22:18 სთ-ზე გავა SpaceX-ის Falcon-ით – 9 რაკეტით. ამის შესახებ იუწყება „ბაზუმქი“.

თანამგზავრის Hayasat-1-ის გაშვება 29 ნოემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ გარკვეული შეზღუდვების გამო კომპანია SpaceX-მა გადაიტანა Falcon-9-ის რაკეტის გაშვების თარიღი.

თანამგზავრმა გაიარა ტესტირების ყველა ეტაპი და მზადაა SpaceX Falcon-9 რაკეტით კოსმოსში გაფრინდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button