რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დსთ-ს ლიდერების არაოფიციალურ სამიტზეა მოწვეული, რომელიც დეკემბრის ბოლოს სანქტ-პეტერბურგში გაიმართება.
ამის შესახებ სააგენტო RT იუწყება.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის გეგმებში ამ დროისთვის ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი არ შედის.
„თუ ბატონი ფაშინიანი მივა იქ (რედ.: დსთ-ს სამიტზე) და მასაც ელიან, რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვას, საუბრის შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება“, – განაცხადა მან.