კულტურა

სომხური ფილმების სპეციალური ჩვენება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე

სომხური კინოს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სომხეთის ეროვნული კინოცენტრი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალთან ერთად 27 ნოემბრიდან სომხური ფილმების (Country in focus Armenia) სპეციალურ ჩვენებას მართავს.

როგორც კინოფესტივალის ვებსაიტზეა ნათქვამი, სომხური ფილმები მოიცავს საუკუნოვან კინემატოგრაფიულ მემკვიდრეობას, იკვლევს  თემებს, რომლებიც დაკავშირებულია თანამედროვე ცივილიზაციის ფორმირების ფუნდამენტურ საკითხებთან.

სომხეთის ეროვნულმა კინოცენტრმა წარმოადგინა 11 სომხური ფილმი, საიდანაც ფილმი ლუკა ფესტივალმა „ევროპული ფილმების“ პროგრამაში შეიყვანა, ხოლო 10 ფილმი – პროგრამაში „Country in focus Armenia“.

ამ პროგრამებში წარმოდგენილი იყო სომხური კინომემკვიდრეობის კლასიკური ფილმები და თანამედროვე სომხური ფილმები, რომლებსაც სომხეთის ეროვნული კინოცენტრის სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდათ.

ნახეთ მეტი
Back to top button