კულტურა

სრ-ში შეიქმნა სამეცნიერო ფონდი რეგიონში ანტისომხური პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად

რეგიონში ანტისომხური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სომხეთში შეიქმნა სამეცნიერო-ანალიტიკური ფონდი „გეღარდი“, ხოლო სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აშოტ საღიანი აირჩიეს.

ფონდმადაკავდება რეგიონის ისტორიის დამახინჯებისა და ანტისომხური პროპაგანდის პოლიტიკის საკითხებით.

ფონდის მთავარი მიზანია ახალი კვლევითი პლატფორმის შექმნა და განვითარება, სომხეთის სამეცნიერო ორგანიზაციებში ჩატარებული კვლევების ეფექტურობის გაზრდა, სამეცნიერო და ანალიტიკური მუშაობის ხელშეწყობა სამეცნიერო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებში.

გარდა ამისა, ფონდი უნდა გახდეს გამაერთიანებელი პლატფორმა იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც ახორციელებენ კვლევით და ანალიტიკურ სამუშაოებს სომხური კვლევებისა და სოციალური მეცნიერებების დარგებში.

ნახეთ მეტი
Back to top button