პოლიტიკა

დსთ-ს მთავრობათა მეთაურების შეხვედრა 18 დეკემბერს მოსკოვში გაიმართება

რუსეთის ინიციატივით მოსკოვში 18 დეკემბერს დაგეგმილია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავრობების მეთაურების შეხვედრა. ამის შესახებ დსთ-ს გენერალურმა მდივანმა სერგელ ლებედევმა განაცხადა, იტყობინება TASS.

„დსთ-ს მთავრობების მეთაურთა შეხვედრა არის საგანგებო შეხვედრა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერაა ინიცირებული. ვარაუდობენ, რომ ეს გაიმართება მოსკოვში 18 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ მიშუსტინის ინიციატივით“, – განაცხადა მან მინსკში დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტში, მუდმივმოქმედ წარმომადგენელთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button