ეკონომიკა

სომხეთის ატომური ელექტროსადგური ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული  სექტორისთვის  –  სომხეთის პრეზიდენტი

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი დუბაიში გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობდა დისკუსიაში  სახელწოდებით „ნულოვანი ბირთვული ენერგია“.

როგორც “Armenpress-ის  კორესპონდენტი იუწყება, სომხეთის პრეზიდენტმა სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ატომური ელექტროსადგურის როლი სომხეთის ენერგეტიკის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ის უზრუნველყოფს სომხეთის ენერგეტიკული სიმძლავრის 25-30 პროცენტს“, – ამბობს ვაჰაგნ ხაჩატურიანი.

პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ის ერევნის მერი იყო, სომხეთში ხალხი გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობდა, მაგრამ ხალხის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა სომხეთის ატომური ელექტროსადგურის განახლების შემდეგ. მისი თქმით, ამან ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ხალხის ცხოვრების წესის გაუმჯობესებას.

ვაჰაგნ ხაჩატურიანმა შეახსენა, რომ სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა 2026 წლამდე გახანგრძლივდა, დაგეგმილია კიდევ ათი წლით,  2036 წლამდე გახანგრძლივება.  ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი უკვე ფიქრობს ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენებაზე. ამ საკითხზე დისკუსიები მიმდინარეობს აშშ-ს, კორეისა და რუსეთის სპეციალისტებთან, რათა გავიგოთ, საბოლოოდ რა ტიპის ელექტროსადგური უნდა აშენდეს.

მან არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია მიღებული იქნას გადაწყვეტილება   მცირეგაბარიტიანი ბირთვული რეაქტორების აშენებაზე. მისივე თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

ნახეთ მეტი
Back to top button