მთავარიპოლიტიკა

სომხეთის ომბუდსმენი  საქართველოს ომბუდსმენს შეხვდა

სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველი ანაჰიტ მანასიანის ეწვი საქართველოს.  1 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, ანაჰიტ მანასიანი საქართველოს სახალხო დამცველს (ომბუდსმენს) ლევან იოსელიანს შეხვდა. უფლებადამცველმა მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ქართველ პარტნიორთან ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებების დაგეგმვის კუთხით.

 შეხვედრისას ანაჰიტ მანასიანმა ქართველ კოლეგას ადამიანის უფლებათა დამცველის ინსტიტუტის პრიორიტეტები გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს მთელი მსოფლიო ცხოვრობს გამოწვევებით სავსე პერიოდში, სადაც ის ცდილობს უფრო თანმიმდევრულად და გულმოდგინედ დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

ამ კონტექსტში, სომხეთის ომბუდსმენმა   ლევან იოსელიანს აცნობა, რომ შეიქმნა სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის საჯარო საბჭო, რომლის მიზანია ეროვნული უმცირესობებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად ხელი შეუწყოს ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების ეფექტურ დაცვას და ხელშეწყობას.

საბჭოში შედიან სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვით დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ქართული თემიდან. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისა და გაფართოების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button