მთავარიპოლიტიკა

სომხეთის ომბუსმენდი შეხვდა  საქართველოში სომხების უფლებების დაცვაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს  

თბილისში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ომბუდსმენი  ანაჰიტ მანასიანი შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიისა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოების წევრებს. ამის შესახებ წერს FACTOR.AM-ი.

შეხვედრაზე საბჭოების წევრებმა დამცველს წარუდგინეს თავიანთი საქმიანობის მიმართულებები, მიზნები და ამოცანები. ანაჰიტ მანასიანმა საბჭოში წარმოდგენილ არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, საქართველოში სომხების უფლებების დაცვით დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მათი უფლებების დაცვასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები განიხილა.

 ამ კონტექსტში დამცველმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ მჭიდრო კავშირშია ქართველ პარტნიორებთან და რეგულარულად განიხილავს სომხური თემის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

ანაჰიტ მანასიანმა ასევე აღნიშნა, რომ შეიქმნა სომხეთის  ადამიანის უფლებათა დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის საჯარო საბჭო. საბჭოში შედიან სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვით დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ქართული თემიდან.

 შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიისა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოების წევრებთან მიღწეული იქნა შეთანხმება შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button