ეკონომიკა

სომხეთი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ით აზერბაიჯანს  უსწრებს, მაგრამ საქართველოს ჩამორჩება

საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2023 წელს საქართველო ლიდერი გახდება სამხრეთ კავკასიაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მხრივ.

ანალიტიკოსების აზრით, ლარის სტაბილური კურსი დადებითად მოქმედებს მომხმარებელთა და ბიზნესმენთა განწყობაზე, რის გამოც ბიზნეს აქტივობა და კერძო სექტორის მოხმარება ჩქარდება, რომლის წვლილი მშპ-ში იზრდება, იუწყება Sputnik საქართველო.

მათი პროგნოზით, წლის ბოლომდე საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8108 დოლარი იქნება, სომხეთში – 7885 დოლარი, ხოლო აზერბაიჯანში – 7530 დოლარი.

ნახეთ მეტი
Back to top button