სომხეთი მიიღებს 50 ჯავშანმანქანა Bastion-ს
საარტილერიო სისტემების სომხეთში მიწოდების საკითხი, ამ ტექნიკის ეფექტურობის და 2024 წელს Nexter-ის ახალი წარმოების შესაძლებლობების გათვალისწინებით.
საფრანგეთის სენატის გზავნილის თანახმად, სომხეთმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა შეკვეტას სამ GM200 სარადარო სადგურზე Thales-ისგან და მიმდინარეობს დისკუსია MISTRAL 3 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე.
სენატმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთში უკვე გაიგზავნა ფრანგული კომპანია „Arquus“-ის მიერ წარმოებული 24 „ბასტიონის“ ტიპის ჯავშანმანქანა, რომელსაც უნდა შეუერთდეს ამავე ტიპის კიდევ 26 მანქანა, რომელთა წარმოებაც ამჟამად მიმდინარეობს.
„საფრანგეთის ხელისუფლებამ სომხეთისთვის „თავდაცვითი“ იარაღის მიწოდება დაიწყო. თავდაცვითი და შეტევითი იარაღის ეს განსხვავება ნამდვილად არ არის პრაქტიკული, როგორც უკრაინის ომმა აჩვენა. არ გავიმეოროთ იგივე შეცდომები და გადავდოთ იმ ტექნიკის მიწოდება, რაც თავიდანვე საჭირო იქნებოდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ სასწრაფოდ უნდა ვუპასუხოთ სომხეთის ხელისუფლების ყველა მოთხოვნას, განსაკუთრებით მათ არტილერიის საჭიროებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საფრანგეთის სენატში.
იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული იქნა პარიზში 2023 წლის ოქტომბერში საფრანგეთის სამხედრო დეპარტამენტის უფროს სებასტიან ლეკორნესა და სომხეთის თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს შორის შეხვედრის დროს.