პოლიტიკა

სომხეთში ევროკავშირის მისიის განლაგების შემდეგ ადგილი ჰქონდა დადებით ცვლილებებს – მისიის ხელმძღვანელი

სომხეთში ევროკავშირის მისიის  მოვალეობაა დაკვირვება მოახდინოს  სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სომხურ მხარეს არსებულ ვითარებაზე, წვლილი შეიტანოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ადამიანების უსაფრთხოებაში.  ყოველივე ამის  საფუძველზე მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს სომხურ და აზერბაიჯანულ მოსახლეობას შორის ნდობის განმტკიცებაში, თუ ეს შესაძლებელია, ასევე ხელისუფლებათა შორის. ამის შესახებ სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ვასილის მარაგოსმა “Armenpress”-თან  ინტერვიუში განაცხადა.

„ევროკავშირის ყველა სამოქალაქო მისია თავისი დაკვირვების შესახებ ანგარიშებს წარუდგენს ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. მისიის განლაგების დღიდან მოხდა ცვლა ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციისკენ, ამიტომ მისია აშკარად ასრულებს მანდატით ნაკისრ ვალდებულებებს.

რაც შეეხება მისიის გაფართოებას, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, ჩვენ ვმუშაობთ მეტი დამკვირვებლებისა და მოპატრულის განთავსებაზე. მინდა ავღნიშნო, რომ 2023 წლის სექტემბერში ჩამოსვლის შემდეგ დამკვირვებლების უმეტესობას შევხვდი და ყურადღებით ვაკვირდები მათ საქმიანობას.

ნახეთ მეტი
Back to top button