სომხეთმა ადგილობრივი წარმოების თანამგზავრი „ჰაიასატ-1“ წარმატებით გაუშვა კოსმოსში. ამის შესახებ განცხადებას აქვეყნებს მაღალი ტექნოლოგიების წარმოების სამინისტრო. ფრენიდან რამდენიმე წუთში ის უკვე გამოეყო რაკეტას და ორბიტაზე გავიდა. კოსმოსური კვლევის ცენტრი „ბაზუმქ“-ი იუწყება, რომ თანამგზავრთან კონტაქტის დამყარება შესაძლებელი გახდა.
„ჰაიასატ-1“ შეიქმნა სომხური კვლევის ცენტრის „ბაზუმქ“-ის ლაბორატორიისა და „მეცნიერული ინოვაციებისა და განათლების ცენტრის“ (CSIE) ერთობლივი მუშაობის შედეგად. თანამგზავრი ყოველ საათნახევარში ერთ ბრუნს გააკეთებს დედამიწის გარშემო და შესაძლებელი იქნება თანამგზავრის მიერ გაგზავნილი სიგნალების დაჭერა, როდესაც ის სომხეთის საჰაერო სივრცეში გაივლის. თანამგზავრის შექმნაში 12 სპეციალისტი მონაწილეობდა.
„აიასატ -1“ -ის გაშვება კიდევ ერთი ნაბიჯია სომხეთში კოსმოსური საქმიანობისა და კოსმოსური აღჭურვილობის მშენებლობის განვითარებისთვის. ეს ასევე საერთაშორისო თანამშრომლობისა და სომხური საინჟინრო ნიჭის მნიშვნელოვანი გამოცდაა.