საზოგადოება
Apple-ის შვიდი ყველაზე პოპულარული AI აპლიკაციიდან ორი სომხურია
სომხური Picsart და Sololearn მოხვდა Apple-ის მიერ შედგენილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციის მიხედვით წლის 7 ყველაზე პოპულარული აპლიკაციის რეიტინგში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ Picsart აპს აქვს სხვადასხვა ხელსაწყოები, რომლებსაც შეუძლიათ წარმოუდგენელი სიზუსტით წაშალონ ფონი ან არასასურველი ობიექტები, შექმნან ანიმაციური GIF-ები ან სტიკერები და მრავალი სხვა. Sololearn-ში Kodie-ს AI ინსტრუქტორს შეუძლია შეცდომების პოვნა პროგრამის კოდში და მინიშნებების მიწოდება. სიაში ასევე შედის ChatGPT, Canva, Pinterest, Craft, Artifact და SmartDreams.