საზოგადოება

აზერბაიჯანელი განნაღმველები მთიან ყარაბაღში გაწვრთნილ ვირთხებს იყენებენ

,,პირველი საინფორმაციოს” გადმოცემით, აზერბაიჯანელი განნაღმველები იყენებენ სპეციალურად გაწვრთნილ განნაღმველ ძაღლებს და ვირთხებს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის განსაწმენდად, განაცხადა აზერბაიჯანის განაღმვის მოქმედებების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ფარჰად ისაევმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ იმავე პროცესში გამოიყენება ჯავშან ექსკავატორები და აზერბაიჯანული წარმოების განნაღმველი მანქანები. ისაევის თქმით, 2020 წლიდან დღემდე მთიან ყარაბაღში ნაღმზე 337 ადამიანი აფეთქდა, მათგან 65, მათ შორის 50 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ნახეთ მეტი
Back to top button