საერთაშორისო

ერდოღანის სიძის კომპანია შევიდა მსოფლიოს  უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიულ კომპანიათა ასეულში: SIPRI

„2022 წელს, მსოფლიოს სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს შორის, Baykar-მა, კომპანიამ, რომელიც დაკავებულია Bayraktar-ის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებით, დააფიქსირა შემოსავლების ყველაზე დიდი ზრდა. ამას მოწმობს სტოკჰოლმში მოქმედი მშვიდობის კვლევის ცენტრის SIPRI-ის მიერ  გამოქვეყნებული ანგარიშის მონაცემები.

SIPRI-ის სპეციალისტებმა, რომლებიც მუშაობენ  შვედეთის დედაქალაქში და ითვლებიან იარაღის მსოფლიო ბაზრის კვლევის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ცენტრად, გამოთვალეს, რომ 2022 წელს ამ კომპანიამ, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძე მართავს,  მის მიერ შექმნილი დრონების გაყიდვის შედეგად დაახლოებით მილიარდნახევარი დოლარი გამოიმუშავა.

„აღსანიშნავია, რომ თურქული Baykar, Bayraktar TB-2 უპილოტო საფრენი აპარატის მწარმოებელი Baykar-ი,  მისი არსებობის  ისტორიაში პირველად მოხვდა მსოფლიოს წამყვანი სამხედრო ინდუსტრიული კომპანიების ტოპ ასეულში. თურქული კომპანიის შემოსავალი იარაღის გაყიდვიდან 2022 წელს წინა წელთან შედარებით 94 პროცენტით გაიზარდა. ეს არის ამ სიაში შემავალ კომპანიებს შორის დაფიქსირებული ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“, – აღნიშნავს SIPRI-ის უფროსი მკვლევარი დიეგო ლოპესი.

სხვა თურქულ კომპანიებს შორისაა Turkish Aerospace Industries, რომელმაც 83-ე ადგილი დაიკავა SIPRI-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, რომელიც დაარსდა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშშ-სთან F-16 გამანადგურებლების ერთობლივი წარმოების მიზნით.

მსოფლიოს წამყვან სამხედრო ინდუსტრიულ კომპანიებს შორისაა  დარგის ერთ-ერთი  ვეტერანი  თურქული კომპანია ASELSAN-ი.  

ნახეთ მეტი
Back to top button