სომხეთში ადამიანებს იარაღის თავისუფლად ტარების უფლება ექნებათ
სომხეთში აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე მოქალაქის იარაღის გამოყენებით თავდაცვის უფლების საკითხი დარეგულირდეს. ამის შესახებ ეროვნულ კრებაში გამართულ თავდაცვისა და უშიშროების მუდმივმოქმედი კომიტეტის სესიაზე „იარაღების მიმოქცევის რეგულირების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტების პაკეტის განხილვისას განაცხადა საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა, მმართველი ფრაქციის „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა ვილენ გაბრიელიანმა..
დეპუტატის თქმით, წარმოდგენილი პაკეტი მიზნად ისახავს ამ სფეროში შესაძლო კორუფციული გამოვლინების აღმოფხვრას, უკანონო იარაღის რაოდენობის შემცირებას და უკანონო მიმოქცევიდან ეტაპობრივ გამოყვანას. „კერძოდ, ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებას, თუ ისინი შეასრულებენ მთელ რიგ მოთხოვნებს, მათ შორის ფსიქიკური სტაბილურობა, შესაბამისი ლიცენზიის არსებობა და ა.შ.“, – განმარტა დეპუტატმა.
აღინიშნა, რომ პროექტების პაკეტის მიღება ასევე ხელს შეუწყობს სანადირო, სამოყვარულო და სპორტული სროლის, ასევე სამხედრო მომზადების განვითარებას.
ეროვნული ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არმენ ხაჩატრიანმა ხაზი გაუსვა რა საკანონმდებლო პაკეტის მიღებას, კოლეგებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
სრ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არფინე სარგსიანმა მთავრობის დადებითი პოზიცია წარმოადგინა. მან ხაზი გაუსვა პაკეტთან დაკავშირებით ავტორთან ერთობლივ მუშაობას.
განხილვის შედეგად საკანონმდებლო პაკეტმა დადებითი დასკვნა მიიღო.