ეკონომიკა

სომხეთში ქალთა მეწარმეობის განვითარებას 10 მლნ დოლარის ექვივალენტი სრ დრამი მოხმარდება

Akba Bank-მა ევროკავშირთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით და შვედეთის მხარდაჭერით მოიზიდა 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი.

Akba Bank მოზიდულ თანხებს სომხეთში მეწარმე ქალების დაფინანსებაზე მიმართავს. აკბამ დაფინანსება „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში მოიზიდა.

ევროკავშირთან და EBRD-თან ერთად ეს ინიციატივა კიდევ უფრო განავითარებს მცირე და საშუალო საწარმოებს სომხეთში, რომელთა მენეჯერები ქალები არიან. ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტების ფოკუსი იქნება სოფლად მოქმედი ბიზნესები.

„Akba Bank – თან ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ უკვე განვახორციელეთ არაერთი პროექტი. ხელმოწერილი სესხი ორ ეტაპად გაიცემა. პირველ ეტაპზე 6 მილიონი იქნება გათვალისწინებული, დარჩენილი 4 მილიონი მომავალ წელს. ევროკავშირმა მოგვცა დამატებითი დაფინანსება გარანტიების სახით, რაც ხელმისაწვდომს ხდის Akba-სთან გაფორმებულ ჩვენს სესხს. ეს არის მრავალმხრივი მომგებიანი პროგრამა. Akba-ს აქვს კლიენტების კარგი პორტფელი. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ Akba-ს“, – თქვა ალკის ვრენიოს დრაკინოსმა, EBRD კავკასიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button