საზოგადოება

სსრკ-ის ქვეყნებში დაბადებული სომხები სომხეთის მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ

სრ ეროვნული კრების თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა მუდმივმა კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ“. შესაბამისად, სსრკ-ის რესპუბლიკებში დაბადებულ სომხებს სომხეთის მოქალაქეობის მიღების ვადა 2026 წლამდე გაუგრძელდათ.

„სსრკ ქვეყნების სომეხი ეროვვნების მოქალაქეების სომხეთის მოქალაქეებად ცნობის პროცესი 2023 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. მიუხედავად ამისა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შემთხვევები, როდესაც არაერთი პირი მიმართავს შსს-ს მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურს სომხეთის მოქალაქედ აღიარებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად. შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობთ ვადების გაგრძელებას 3 წლით, 2026 წლამდე“, – განაცხადა სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურის უფროსმა არმენ ღაზარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button