პოლიტიკა

ამერიკელმა კონგრესმენებმა მოუწოდეს  სომხეთს გამოეყოს 10  მლნ დოლარი დახმარება

აშშ-ს კონგრესის ზედა და ქვედა პალატების 60-მა წევრმა კონგრესის ლიდერებს მოუწოდეს, გაეწიოს სომხეთს დახმარება უსაფრთხოებისა და დევნილთა დახმარების მიზნით.  ამის შესახებ იუწყება ARMNENPRESS-ი და იმოწმებს სენატორ ალექს პადილას და წარმომადგენელთა პალატის წევრის, ანა ეშუს წერილს.

კონგრესის ორივე პალატის წევრები ითხოვენ 10 მილიონი დოლარის დაფინანსებას სომხეთისთვის თავდაცვისთვის, ასევე დამატებით  დახმარებას ყარაბაღიდან დევნილი 120 000 სომეხისათვის.  

„ახლა, როდესაც აზერბაიჯანის დიქტატორმა ილჰამ ალიევმა შეცვალა რეგიონი სამხედრო ძალის გამოყენებით, ჩვენ ვშიშობთ, რომ ის კვლავ მოიპოვებს  ამის გამბედაობას. ჩვენ განსაკუთრებით ვშიშობთ,  რომ აზერბაიჯანი გააგრძელებს აგრესიას სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ოკუპირებით“, – ნათქვამია წერილში.

კონგრესმენები ასევე აღნიშნავენ, რომ სომხეთი განსაკუთრებით დაუცველი გახდა, რადგან „ის დასცილდა  მისი უსაფრთხოების ტრადიციულ  გარანტს- რუსეთს  და დასავლურ დემოკრატიებთან მჭიდრო კავშირებს ეძებს“.

კონგრესმენების თქმით, კავკასიაში ამერიკის ხელმძღვანელობა აუცილებელია აზერბაიჯანის მორიგი აგრესიის შესაკავებლად და სომხური დემოკრატიის დასაცავად.

ნახეთ მეტი
Back to top button