პოლიტიკა

ინდოელმა ექსპერტმა ერევანში განაცხადა, რომ დელი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კავკასიაში ახალი აგრესორები არ გამოჩნდნენ

სომხეთი ინდოეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ერევანი ყოველთვის უპირობოდ უჭერდა მხარს ინდოეთს ქაშმირის საკითხში, სომხეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ინდოეთის მისწრაფებას გამხდარიყო გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც ინდოეთს მეგობრული ურთიერთობა აქვს. ამის შესახებ 5 დეკემბერს გამართულ კონფერენციაზე „ახალი რეგიონალური რეალობები“ და „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდოეთ-სომხური მეგობრობის“ პრეზიდენტმა რანანჯაი ანანდმა განაცხადა.

მისი თქმით, გეოპოლიტიკურ საკითხებში, ტერორიზმთან ბრძოლაში ინდოეთი და სომხეთი საერთო ინტერესებს ატარებენ.

მან აღნიშნა, რომ ინდოეთს ასევე კარგი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან და საქართველოსთან.

„მაგრამ სომხეთის უსაფრთხოების პრობლემების გათვალისწინებით, ინდოეთი ცდილობს მხარი დაუჭიროს ერევანს. საუბარია ძალთა ბალანსის შექმნაზე, რათა შევინარჩუნოთ სიმშვიდე რეგიონში, რათა აქ არ წარმოიქმნას დაძაბულობა, ახალი აგრესორები არ გამოჩნდნენ. სომხეთთან მეგობრობა არ ნიშნავს სხვა ქვეყნებთან მტრობას, ჩვენ ვქმნით ძალთა ბალანსს რეგიონში“, – განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, ინდოეთი მშპ-ს ნომინალური ღირებულებით მეხუთე ეკონომიკაა მსოფლიოში, ხოლო მსყიდველობითი უნარით მესამეა.

„პროგნოზირებადია, რომ უახლოეს მომავალში გლობალური განვითარების ლიდერი გახდება ინდოეთი და არა ჩინეთი. ინდოეთს აქვს თავისი ინტერესები სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკის, სატრანზიტო შესაძლებლობების, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით. სომხეთის პროექტი “მშვიდობის გზაჯვარედინზე” ემთხვევა ინდოეთის მიდგომას”, – შეაჯამა რანანჯაი ანანდმა.

ნახეთ მეტი
Back to top button