პოლიტიკა

ირანი მიესალმება სომხეთის მიერ მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით გადადგმულ ახალ ნაბიჯებს  –  ელჩი

ჩვენ მივესალმებით სომხეთის მთავრობის ახალ ნაბიჯებს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ სომხეთში ირანის ელჩმა მეჰდი სობჰანმა განაცხადა ექსპერტთა კონფერენციაზე  სლოგანით  „ახალი რეგიონალური რეალობები და მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც გაიმართა სომხური, ირანული, ინდური, ქართული და თურქული ანალიტიკური ცენტრების  ექსპერტების მონაწილეობით.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ გრძელვადიან და სტაბილურ მშვიდობას რეგიონში. დარწმუნებული ვარ, ასეთ ღონისძიებებს შეუძლია ახალი გვერდის გახსნა ჩვენი ექსპერტების თანამშრომლობის სფეროში. გაუმარჯოს სომხეთს, გაუმარჯოს ირანს“, – განაცხადა ელჩმა სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ირანელებსა და სომხებს შორის ხანგრძლივი ისტორიული კავშირები, მეგობრული ურთიერთობები ორ მთავრობას შორის არის ღირებული ფაქტორები, რომლებიც ურთიერთობის შემდგომი გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.

ელჩმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და ირანს ყველაზე მოკლე საერთო საზღვარი აქვთ, მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესო საზღვარია. ის ყოველთვის იყო მეგობრობისა და მშვიდობის საზღვარი.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გამიზარდა და უკვე 1 მილიარდ დოლარს აღწევს.

„ჩვენს ორ ქვეყანას აქვს ურთიერთსასარგებლო შეთანხმებები ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ენერგეტიკის სფეროებში. ჩვენ ასევე ვცდილობთ გამოვიკვლიოთ ფარული პოტენციალი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სასარგებლოდ. ეჭვგარეშეა, რომ სატრანზიტო ინფრასტრუქტურისა და საკომუნიკაციო არხების გახსნა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, არამედ გზას გაუხსნის რეგიონულ მონაწილეობას. ჩვენ გვჯერა, რომ საკომუნიკაციო დერეფნები ინდოეთიდან ჩაბაჰარის პორტამდე, სომხეთსა და შავ ზღვამდე უზრუნველყოფს საიმედო მარშრუტს საქონლის ჩრდილოეთით ევროპისკენ გადაადგილებისთვის. ამ გზის განვითარება ჩვენს ქვეყნებს გარე ზიანისგან დაიცავს. სწორედ ამ კონტექსტში ჩვენ ხაზს ვუსვამთ ინდოეთის როლს ჩაბაჰარის პორტის განვითარებაში და მივესალმებით მასში სომხების მონაწილეობას. მე მჯერა, რომ თუ ქვეყნებს მეტი საკომუნიკაციო არხი ექნებათ, მაშინ მათ შეუძლიათ მიიღონ უფრო მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის ახალი ძალაუფლების კონცეფცია“, – დაასრულა სიტყვა ირანის ელჩმა.

ნახეთ მეტი
Back to top button