სპორტი
საუდის არაბეთს ჩემპიონთა ლიგის ყიდვა სურს
საუდის არაბეთს უეფას ჩემპიონთა ლიგის შეძენა სურს, იუწყება Saxo Bank-ის ვებგვერდი.
„საუდის არაბეთის ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცია მიზნად ისახავს ნავთობის შემოსავლებზე დამოკიდებულების შემცირებას, რაც ქვეყანას ტურიზმის, დასვენებისა და გართობის ცენტრად აქცევს.
უახლოეს მომავალში ნავთობის ფასი ბარელზე 150 დოლარს მიაღწევს. თუ მწვანე ტრანსფორმაცია შენელდება ნავთობის მაღალი ფასების ფონზე, საუდის არაბეთი ხედავს შესაძლებლობას იყიდოს უეფას ჩემპიონთა ლიგა საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით“, – ნათქვამია Saxo Bank-ის ანგარიშში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი საუდის წამყვანი კლუბებისთვის ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლების მოპოვებას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ 2034 წ. მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში გაიმართება.