პოლიტიკა

აზერბაიჯანი აწარმოებს და უკრაინაში აგზავნის საბრძოლო მასალას. “რიბარი”

აზერბაიჯანი აწარმოებს და უკრაინაში აგზავნის საბრძოლო მასალას, წერს ტელეგრამის არხი „რიბარი“.

„OSINT-ის (დაზვერვა ღია წყაროების მიხედვით – რედ.) როლის კიდევ ერთი მაგალითი თანამედროვე პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებაში. უკრაინელმა აქტივისტმა გადაწყვიტა ეამაყა იმით, რომ რომელიღაც „პარტნიორმა ქვეყანამ“ მოაწყო 122 მილიმეტრიანი ჭურვების წარმოება და გამოაქვეყნა კადრები სახელოსნოებიდან. თუმცა, RTVI არხის ჟურნალისტმა ვიდეოსა და ფოტოებზე შენიშნა საინფორმაციო პანელები აზერბაიჯანული კომპანიის Palladium Defense and Security Solutions-ის ემბლემებით, რომლის შტაბ-ბინაც ბაქოშია. ის ოფიციალურად „უკრობორონპრომის“ პარტნიორია, რისი ნახვაც კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი. ეს ფაქტიურად პირველი ობიექტური მტკიცებულებაა იმისა, რომ აზერბაიჯანი ამზადებს და აგზავნის საბრძოლო მასალას კიევის რეჟიმისთვის. დიდი ალბათობით, ესეც დიდი ბრიტანეთის ფულით ხდება. ამავე სქემით აზერბაიჯანელები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს განაღმვის ტექნიკას უგზავნიდნენ. ისე, ბაქოს ხელისუფლების პოზიცია სპეცოპერაციის მიმართ დიდი ხანია ცნობილია. არ იქნება სწორი მის შეცვლას დაველოდოთ, უპირველეს ყოვლისა, შიდა სამინისტროების (უ)აქტიურობის გამო, რომლებიც არანაირ რეაქციას არ ახდენენ ქვეყანაში პრორუსი ჟურნალისტების დაკავებაზეც კი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button