აშშ-ს სენატის კომიტეტის ხელმძღვანელმა ბლინკენს მოუწოდა, ალიევის რეჟიმს პასუხისმგებლობა დაეკისროს მთიანი ყარაბაღში ეთნიკური წმენდის გამო
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბენ კარდინმა მოუწოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, პასუხისმგებლობა დააკისროს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ადმინისტრაციას მთიან ყარაბაღში განხორციელებული ეთნიკური წმენდისთვის და გააგრძელოს აშშ-ს მხარდაჭერა მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული სომხების მიმართ. ამის შესახებ ნათქვამია სენატორ ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში.
„მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ აზერბაიჯანმა შესაძლოა განახორციელოს შემდგომი სამხედრო ქმედება დამატებითი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, განსაკუთრებით ე.წ. ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ გააგრძელოთ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან, რათა მხარი დაუჭიროთ ალიევის რეჟიმის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესს მის ქმედებებზე“, – ბლინკენს წერილში წერს სენატორი კარდინი.
სენატორმა ასევე შეახსენა ბაქოს მიერ მთიანი ყარაბაღის ბლოკადა, შემდეგ 19 სექტემბრის თავდასხმა, სომხების მკვლელობები და მოსახლეობის იძულებითი გადასახლება. გარდა ამისა, წერილში ნახსენებია მრავალი ცნობა აზერბაიჯანული ძალების მიერ სომხების არამართლზომიერი მკვლელობების შესახებ, ბაქოს კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებში სომხური კულტურული ქონების განადგურების კარგად დოკუმენტირებული პრაქტიკა და სომხური ისტორიისა და კულტურის წაშლის მცდელობები.
სენატორი კითხვით მიმართავს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, რა ნაბიჯები გადაიდგა ან გადაიდგმება “ალიევის რეჟიმის მიერ შესაძლო ომის დანაშაულებებისა და სხვა სისასტიკეების” განხორციელების, აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის დაკისრების, შესაბამის საერთაშორისო სასამართლოებში მათი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენისათვის, 2023 წლის სექტემბრის თავდასხმის შედეგად იძულებით დევნილი სომხების მხარდაჭერის მიმართულებით.
„ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მკაფიო მესიჯი მათ, ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია დაუსჯელად იმოქმედოს“, – დაასკვნა სენატორმა.