კულტურა

გიუმრის სამჭედლო ტრადიცია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდა

4-დან 9 დეკემბრამდე კასანში (ბოტსვანა) მიმდინარე იუნესკოს  „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენციის სამთავრობათაშორისო კომიტეტის მე-18 სესიაზე, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება გიუმრის სამჭედლო ტრადიციის იუნესკოს წარმომადგენლობით სიაში შეტანის შესახებ. ინფორმაციას სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მჭედლობა სომხეთში ერთ-ერთი პოპულარული ხელობა იყო, მაგრამ, როგორც ქალაქური ხელობა, მან სრული გამოხატულება გიუმრიში მოიპოვა და მე-19 საუკუნეში აყვავდა. ამ ეროვნული ტრადიციის თაობიდან თაობას გადაცემული იუნესკოს წარმომადგენლობით სიაში შეტანას საკვანძო მნიშვნელობა აქვს მისი სიცოცხლისუნარიანობის, დაფასებისა და პოპულარიზაციის უზრუნველსაყოფად.

ცნობა: სომხეთის რესპუბლიკამ იუნესკოს 2003 წლის კონვენციის „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ რატიფიცირება მოახდინა 2006 წელს. მომდევნო წლებში „დუდუკი და მისი მუსიკა“ (2008), „სომხური ხაჩქარის ხელოვნება. ხაჩქარის სიმბოლო და ხაჩქარის მრეწველობა“ (2010), „სასნა წრერი ანუ სასუნელი დავითის ეპოსის საშემსრულებლო გამოვლინებები“ (2012), „ლავაში. ტრადიციული პურის მომზადება, მნიშვნელობა და კულტურული გამოვლინებები სომხეთში“ (2014), „ქოჩარი. ტრადიციული ჯგუფური ცეკვა“ (2017), „სომხური კალიგრაფია და მისი კულტურული გამოვლინებები“ (2018), ასევე „მომლოცველობა წმინდა თადეოზ მოციქულის მონასტერში“ (2020), წარმოდგენილი ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ერთად.

ნახეთ მეტი
Back to top button