„მშვიდობის გზაჯვარედინი“ კონცეფციის განსახორციელებლად ეკონომიკური გათვლები გაკეთდა. ამის შესახებ პარლამენტში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ფრაქცია „ჰაიასტანის“ დეპუტატის არტურ ხაჩატრიანის კითხვაზე, არის თუ არა შეფასება კონცეფცია “მშვიდობის გზაჯვარედინი” განხორციელების შემთხვევაში რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას.
„არის ასეთი გათვლები და შეგვიძლია მოგაწოდოთ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული გათვლები. მეორეც, კონცეფცია “მშვიდობის გზაჯვარედინი” არ არის მხოლოდ ეკონომიკური გათვლა, ეს არის ბევრად უფრო ფართო და ყოვლისმომცველი პროექტი, მას არ აქვს მხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობა, მას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური, უსაფრთხოების და რეგიონული მნიშვნელობა”, – განაცხადა ფაშინიანმა.