ეკონომიკა

სომხეთი ირანის პორტებით სარგებლობას შეძლებს. სრ ეკონომიკის სამინისტრო

თეირანში ვიზიტისას მინისტრის მოადგილე ნარეკ ტერიანი შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრის მოადგილეს, ირანის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს ალი აქბარ საფაის. ინფორმაციას ავრცელებს სრ ეკონომიკის სამინისტრო.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ირანში სრ სავაჭრო ატაშე ვარდან კოსტანიანი.

განიხილეს სომხეთ-ირანის ურთიერთობები, კერძოდ, ორ ქვეყანას შორის ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული საკითხები.

ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ სრ შეიძლება გახდეს სატრანზიტო ქვეყანა ირანისთვის ეაეკ-სა და ევროპის ქვეყნებში, ხოლო ირანი კი – სომხეთისთვის სპარსეთის ყურის და შუა აზიის ქვეყნებში და ინდოეთში.

ირანულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა სომხურ კომპანიებს შეუქმნას ხელსაყრელი პირობები ირანული პორტებით სარგებლობისთვის.

შეხვედრის შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება დარგობრივი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც სომხურ მხარეს ირანის პორტებით სარგებლობის საშუალებას მისცემს.

ნახეთ მეტი
Back to top button