მთავარიპოლიტიკა

შემაშფოთებელია ინფორმაცია კორუფციის გააქტიურების შესახებ. სომხეთში ხელშეუხებელი ხალხი არ არის. ფაშინიანი

შემაშფოთებელია  საზოგადოებაში გავრცელებული ხმები კორუფციული ფენომენის გააქტიურების შესახებ, რასაც არაერთი კონკრეტული დასკვნები ამყარებს. ამის შესახებ ეროვნულ კრებაში 2024 წლის ბიუჯეტის მეორე მოსმენის დროს შემაჯამებელ სიტყვაში აღნიშნა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

„მაგრამ უნდა ავღნიშნო, სხვათა შორის, გაჭიანურებული სასამართლო პროცესები და სასჯელის გარდაუვალობის არ აღქმა ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის კორუფციული ფენომენის გააქტიურებისთვის, თუმცა ანტიკორუფციულ საკითხში გადამწყვეტი როლი აქვს მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას, რომელმაც უნდა გააგრძელოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენციისთვის ყველაზე სერიოზული მექანიზმების დანერგვით“, – განაცხადა ფაშინიანმა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2018 წლის შემდეგ სომხეთში ანტიკორუფციული პოლიტიკის სრულიად ახალი ინსტიტუტები დაინერგა.

 პრემიერის თქმით, მათ შორის არის კორუფციის პრევენციის კომისია, დაინერგა დეკლარაციისა და კეთილგანწყობის ახალი სისტემები.

„ერთი რამ ცხადია: სომხეთში ხელშეუხებელი ხალხი არ არსებობს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. და ეს არის მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის და პირადად ჩემი პოლიტიკური ნება, მაგრამ ამ პოლიტიკური ნების რეალიზებისთვის საჭიროა შესაბამისი სტრუქტურების შექმნა, პროცესის გაგრძელება და გამომძიებლის სუბიექტური აღქმა. რომ მოსამართლესა და პროკურორს არც ნეგატიური და არც დადებითი გავლენა არ ჰქონდეს, არ მოახდინოს გავლენა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობასა და შედეგზე. ჩემი განცდაა, რომ ჯერ კიდევ ვერ მოვახერხეთ ისეთი სიტუაციის შექმნა, რაც არ უნდა ტრივიალურად ჟღერდეს, ამ პრობლემის გადაწყვეტაც დაკავშირებულია აზროვნების ცვლილებასთან, იმ ცვლილებასთან, რაზეც ბოლო პერიოდში ვსაუბრობთ  „სამშობლო არის სახელმწიფო“ კონცეფციის ჩარჩოებში“, – თავის სიტყვაში ხაზგასმით განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button