პოლიტიკა

ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ თავისუფლების კუთხით შეიძლება ვკოჭლობდეთ — პრეზიდენტი სპორტსმენებს

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ახალგაზრდა სპორტსმენებს უმასპინძლა.

ზურაბიშვილმა თავის მიმართვაში ხაზი გაუსვა სპორტში დისციპლინისა და თავისუფლების მნიშვნელობას და ამ უკანასკნელის ნაკლებობაზე მიუთითა.

„სპორტული სამყარო უკვე შესული ხართ ევროკავშირში. წარმოადგენთ გამარჯვებულ და წარმატებულ საქართველოს, რომელსაც სპორტულ სამყაროში ყველა იცნობს და უსაზღვრო რაოდენობით მედლები მოაქვს შინ“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და ქართული საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს.

„სპორტი, ალბათ, ის სფეროა, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ორი რამ: 1. დისციპლინა — ეს რომ არ გქონდეთ, არ იქნებოდით წარმატებული და 2. თავისუფლება. რაღაც ჩიტმა მომიტანა ამბავი, რომ შეიძლება ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არა უშავს. თავისუფლება არის ის, რაც ყოველდღიურად მოიპოვება და ჩვენზე, ყველაზე არის დამოკიდებული. საზოგადოება აშენებს ყოველდღიურად თავის მომავალს და თავისუფლებას“, — დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი აგროვებს ხელმოწერებს პეტიციისთვის „ჩვენი ხმა ევროპას“, რომელიც ევროპის ლიდერებს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. კამპანიის ფარგლებში იგი შეხვედრებს მართავს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button