მთავარისაზოგადოება

7 დეკემბერი სომხეთში 1988 წლის მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა

1988 წლის 7 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 11:41 საათზე, სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 6,8-7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, რესპუბლიკის თითქმის მთელი ჩრდილოეთი ნაწილი, სადაც დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ნახევარ წუთში განადგურდა. მიწისძვრის ეპიცენტრში, სპიტაკში, ბიძგების სიძლიერემ 9-10 ბალს მიაღწია.

მიწისძვრის შედეგად მთლიანად განადგურდა ქალაქი სპიტაკი და 58 სოფელი, ნაწილობრივ განადგურდა ქალაქები ლენინაკანი (ახლანდელი გიუმრი), სტეფანავანი, კიროვაკანი (ახლანდელი ვანაძორი) და 300-ზე მეტი დასახლება.

დაიღუპა 25000 ადამიანი. უსახლკაროდ დარჩა 514 000 ადამიანი. ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 45 000 ადამიანი, ჰოსპიტალიზირებული იყო 12 500 ადამიანი.

მიწისძვრის შედეგად გაითიშა სომხეთის სსრ სამრეწველო პოტენციალის დაახლოებით 40%. მატერიალური ზარალის ღირებულება შეფასდა 10 მილიარდ აშშ დოლარად.

მიწისძვრის შემდეგ 113 ქვეყანამ საბჭოთა კავშირს გაუგზავნა მნიშვნელოვანი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარება სამაშველო აღჭურვილობის, სამძებრო ჯგუფებისა და სამედიცინო მასალების სახით.

2019 წლიდან 7 დეკემბერი სომხეთში აღინიშნება მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის და კატასტროფების დაძლევის დღე.

ნახეთ მეტი
Back to top button