საზოგადოება

Harmony Meetup 4.0 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ერევანს ეწვევა500-ზე მეტი საერთაშორისო IT ექსპერტი

ერევანის სასტუმრო  დვინში მიმდინარე წლის 11-14 დეკემბერს, Fastex-ის მხარდაჭერით უკვე მეოთხედ გაიმართება Harmony Meetup-ის ყოველწლიური ტექნოლოგიური კონფერენცია. ოთხი დღის განმავლობაში ინტერნეტის ახალი ეპოქის web3 კონცეფციის საერთაშორისო დამცველები, ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ავტორები, 350-ზე მეტი საერთაშორისო საინფორმაციო ტექნოლოგიური კომპანიის მენეჯერები და წარმომადგენლები, მათ შორის 60-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია და 20-ზე მეტი მაღალი დონის ექსპერტი ტექნოლოგიური კომპანიის „SoftConstruct“-ის შენობებში იმსჯელებენ სექტორის გამოწვევებზე, მონაწილეობას მიიღებენ პანელურ დისკუსიებში, გაუზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას, ასევე დაათვალიერებენ.

 „ასეთი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს არა მარტო ვიმსჯელოთ ინდუსტრიის მომავალზე, არამედ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ის იყოს შესამჩნევი შედეგი როგორც web3 საზოგადოებისთვის, ასევე მის მიერ შექმნილი პროდუქტების მომხმარებლებისთვის. მოხარული ვიქნებით, რომ პირადად წარვუდგინოთ ყველა ჩვენს პარტნიორს Fastex-ის ციფრული ეკოსისტემის განვითარება და ცვლილებები, რომლებიც განიხილეს წინა Harmony Meetup-ის დროს“, – აღნიშნა Fastex-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ აბრაჰამიანმა.

სპეციალური დაჯილდოების ცერემონიას, რომლის დროსაც რამდენიმე კატეგორიაში თამაშის პროექტების გამარჯვებულები გამოვლინდებიან, საერთაშორისო web3 საზოგადოების 500-მდე წარმომადგენელიც დაესწრება. საპრიზო ფონდი 3 მილიონი FTN მოხმარდება გამარჯვებულთა პროექტების პოპულარიზაციას არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც.

ნახეთ მეტი
Back to top button