მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანმა 32 სომეხი გაათავისუფლა, სომხეთმა კი ორი აზერბაიჯანელი სამხედრო

სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა თანხმდებიან, რომ არსებობს ისტორიული შესაძლებლობა რეგიონში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მისაღწევად. ორი სახელმწიფო კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ განზრახვას დაარეგულირონ ურთიერთობები სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემაზე და მიაღწიონ სამშვიდობო ხელშეკრულებას, ნათქვამია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივ განცხადებაში.

„სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით ხელშესახები ნაბიჯების გადადგმის შესახებ.

ხელმძღვანელობს რა ჰუმანიტარული ღირებულებებით და კეთილი ნების გამოვლინებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკა 32 სომეხ სამხედროს ათავისუფლებს.

თავის მხრივ, სომხეთის რესპუბლიკა, ხელმძღვანელობს რა ჰუმანიტარული ღირებულებებით და კეთილი ნების გამოვლინებით, ათავისუფლებს 2 აზერბაიჯანელ სამხედროს.

როგორც კეთილი ნების გამოხატულება, სომხეთის რესპუბლიკა გამოხატავს მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ წინადადებაზე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (“COP29”) მხარეთა კონფერენციის 29-ე სესიის მასპინძლობისთვის და მოხსნის თავის კანდიდატურას. სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა იმედოვნებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის სხვა ქვეყნებიც მხარს დაუჭერენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მასპინძლობის მიზნით წარდგენილ წინადადებას. როგორც კეთილი ნების გამოხატულება, აზერბაიჯანის რესპუბლიკა გამოხატავს მხარდაჭერას აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის “COP”-ის ბიუროს წევრობისთვის წარდგენილი სომხეთის რესპუბლიკის კანდიდატურაზე.

სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა გააგრძელებენ დისკუსიებს ნდობის აღდგენის მეტი ზომების განხორციელებაზე, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს მათ ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნების ორმხრივი ნდობის ჩამოყალიბებას  და დადებითად იმოქმედებენ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button