პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ რუსეთთან იარაღის მიწოდების პრობლემა პარტნიორულ ატმოსფეროში გადაიჭრება

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი თვლის, რომ  გადახდის სანაცვლოდ რუსეთის მხრიდან სომხეთისთვის იარაღის მიუწოდებლობის პრობლემა, პარტნიორულ ატმოსფეროში შეიძლება მოგვარდეს. სიმონიანის თქმით, რუსულ მხარეს აქვს შანსი აჩვენოს, რომ იმ პრინციპებისა და დოკუმენტების ერთგული რჩება, რომლებსაც ხელი მოაწერა.

Armenpress-ის ცნობით, ასეთი პოზიცია სიმონიანმა ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე გამოთქვა და კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გადახდილი ფულის სანაცვლოდ რუსეთის მიერ იარაღის არ მიწოდების საკითხი პარტნიორული ურთიერთობებით გადაწყდეს, სიმონიანის თქმით, შესაძლებელია.

„რუსულ მხარეს კი აქვს შანსი აჩვენოს, რომ, მიუხედავად ამისა, იგი რჩება ერთგული იმ პრინციპებისა, რომლებიც მან გამოაცხადა და იმ დოკუმენტების რასაც მოაწერა ხელი. თუ ვალდებულებები არ შესრულდება და ფაქტია, რომ არ სრულდება, სომხეთმა აუცილებლად უნდა დაიცვას თავისი ინტერესები“, – განაცხადა ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button