კულტურა

სომხეთის ეროვნული უმცირესობების ხელოვნებისა და კულტურული მახასიათებლებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია გაიმართება

სომხეთის სახელმწიფო ფილარმონია, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს ღონისძიებების სერიას, რომელიც ეძღვნება სომხეთის ეროვნული უმცირესობების ხელოვნებასა და კულტურულ თავისებურებებს.

8 დეკემბერს, 17:00 საათიდან “არნო ბაბაჯანიანის” საკონცერტო დარბაზში, საღამო დაიწყება პანელური დისკუსიით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლები.

დარბაზის ფოიეში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, რის შემდეგაც ეროვნული სიმღერისა და ცეკვის ჯგუფების შესრულებით ჩატარდება კონცერტი.

ნახეთ მეტი
Back to top button